“რუსული კოშმარი ბრუნდება” – პრეზიდენტის მიმართვა ევროპას ევროპული ტრიბუნიდან

სანამ ოლიგარქის რეჟიმი სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია, სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ხვდებიან როგორც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს. ასე წარადგინა სეიმის სპიკერმა ზურაბიშვილი, რომელსაც დღეს ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნა დაუთმეს.

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტის ტრიბუნიდან იმ მძიმე რეალობაზე საუბრობდა, რომელშიც დღეს საქართველოა. საბჭოთა რეპრესიებ გამოვლილ ლიეტუველებს პრეზიდენტმა უთხრა, რომ საქართველოში რუსული კოშმარი ბრუნდება.

30 წუთიანი გამოსვლა ლიეტუვას სეიმის დარბაზში სალომე ზურაბიშივილს რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. ვინც ახლა ამ დარბაზშია, ყველამ იცის, რას ნინშავს რუსული რეპრესიები.

საქართველოს პრეზიდენტი აღწერდა “ქართული ოცნების” მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გატარებულ სადამსჯელო სანქციებს, ციხეში უმიზეზოდ გაშვებული ახალგაზრდების ისტორიებს, ყვებოდა სინდისის პატიმრებზე და იმ სტუდნტრებზე, ვისაც აქციებში მონაწილეობის გამო აჯარიმებენ.

 

ოპოზიციის დევნა პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი აქციენტი იყო. ილაპარაკა “ძლიერი საქართველოს” ლიდერებზე განხორცილებული მუქარის შესახებ, რომლებსაც ციხით იმის გამო ემუქრებიან, რომ არაღიარებული პარლამენტის კომისიასთან არ თანამშრომლობს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share