საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სიმონიშვილი ლეგალური დასაქმების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.
როგორც ის ასოციაციის გვერდზე წერს, გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები მალე ოფიციალურად დასაქმებას კიდევ ორ ქვეყანაში – ისრაელსა და საფრანგეთში შეძლებენ.
“გერმანიასთან წარმატებული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების გზით მოლაპარაკებების იწყებენ საფრანგეთთან და ისრაელთან, როგორც მოგეხსენებათ ისრაელთან ლეგალური დასაქმების გეგმასთან ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ამ ეტაპებს ისრაელში გართულებული პანდემია უშლის ხელს.
გერმანიის და ისრაელის შემდეგ, შემდეგი მიმართულება იქნება საფრანგეთი, ამ სიებს კიდევ რამოდენიმე ევროპის წევრი ქვეყნები დაემატებიან სულ მალე.
დამატებით სიახლეებს სულ მალე გაგაცნობთ როგორც გახდება ცნობილი.” – წერს საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციის ხელმძღვანელი.