როგორი ამინდია მოსალოდნელი 19-20 აპრილს საქართველოში

19-20 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და ქარია მოსალოდნელი.

Meteo.gov.ge-ის თანახმად, 19 აპრილს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +22, +27°; მთაში დღისით +18, +23°; მაღალმთაში დღისით +17, +22°.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდები. დღის მეორე ნახევრიდან ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +17, +22°; მთაში დღისით +16, +21°; მაღალმთაში დღისით +9, +14°.

20 აპრილს დასავლეთ საქართველოშიდროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით  0, +5°, დღისით  +16, +21°.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°;  მთაში ღამით +1, +6°, დღისით +14, +19°;  მაღალმთაში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°, ზოგან +18°-მდე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share