სამგორში, სავარაუდოდ, 15 წლის ბიჭი დაჭრეს – მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს დანით არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილეობდნენ 74-ე სკოლის მოსწავლეები და დაპირისპირება სკოლის მიმდებარედ მოხდა.