გმირთა მემორიალთან, ფიცის დადების შემდეგ, პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის სატელეფონო მიმართვა ჩართეს, რომელიც მან საპატიმროდან, სპეციალურად ამ დღისთვის გამოგზავნა:
“თანამებრძოლებო, ამ წუთებში ციხეებიდან ათობით აღელვებული გული შემოგცქერით და ნატრობს, რომ თქვენთან ერთად დებდეს ფიცს გმირების წინაშე. თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია ითხოვთ სამართალს, ითხოვთ ახალ არჩევნებს, ითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ – გადადგეს ქართული ოცნება. როდესაც ურიცხვი ბოროტი ქმედება ხდება მთავრობის მთავარი იარაღი, მაშინ ხალხის მოვალეობაა დაამხოს ესეთი მთავრობა და დაიცვას დემოკრატია, ჩვენ დიდი ხანია ვითმინეთ, ვითმინეთ ოჯახის წევრების დასისხლიანება, გატაცება, გაგუდვა, დაპატიმრება, ციხეებში წამება, ღირსების შელახვა, ამან რეჟიმი მხოლოდ გაათამამა. მათ მოთმინება და მიმტევებლობა სისუსტედ ჩაგვითვალეს … ნათელია, ოლიგარქი თავის მიზანს არ დათმობს , რუსეთს არ შეელევა, ეს მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და იგი დათმობაზე მხოლოდ მაშინ წავა , თუ იძულებულს გავხდით…”
ცეცხლაძემ ქართულ ოცნებასაც მიმართა – “თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება. თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი. გაუმარჯოს ერთიან და დემოკრატიულ საქართველოს “