ხმაური და დაპირისპირება საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე

ხმაური და დაპირისპირება საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე. დღევანდელ პროცესზე ჩვენებას მოწმე გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი აძლევს. ის სასამართლოში უამრავი პოლიციელის თანხლებით მივიდა.

 

ედიშერაშვილმა, რომელსაც სხვიტარიძე მის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის თვითმხილველად ასახელებს, “პირველების” არცერთ კითხვას არ უპასუხა და არ თქვა, რატომ არ მოახდინა რეაგირება მაშინ, როდესაც მის თვალწინ სხვიტარიძეს სცემდნენ, როგორც ამას პატიმარი ამტკიცებს. მისი თანხლები პირების მხირდან ადგილი ჰქონდა ასევე “ტვ პირველის” ჟურნალისტის მიმართ უხეშ ფიზიკურ მოპყრობას.

სასამართლო დარბაზში 10-მდე პოლიციელი იჯდა, მათ შორის მოწმე პოლიციელები, რომლებსაც სხვადასხვა სინდისის პატიმრების საქმეებზე აქვთ ჩვენებები მიცემული. სწორედ სამართადლაცმცველების ასეთი დიდი რაოდენობა გახდა დარბაზში მყოფების გაღიზიანების მიზეზი, რადგანაც საბა სხვიტარიძის ოჯახის წევრები სხდომაზე შესვლას ვეღარ ახერხებდნენ.

 

მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროცესზე შესვენება გამოაცხადა. პოლიციელებმა სხდომა დატოვეს. ისინი “პირველებთან” ამტკიცებენ, რომ სხდომაზე მეგობრის (სალომე ედიშერაშვილის) ჩვენების მოსასმენად მივიდნენ.

 

ადგილზე “პირველებმა” დააფიქსირა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share