მსვლელობა სახელით “მადლობა მეგობარს” დასრულდა – მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ

“მადლობა მეგობარს” – ამ სახელწოდებით დღეს, თბილისში მსვლელობა გაიმართა. მოქალაქეები მეტრო “დელისთან”, მეტრო “სადგურის მოედანთან” და მეტრო “ავლაბართან” შეიკრიბნენ, შემდეგ მეტრო “ახმეტელთან” გადაინაცვლეს და მსვლელობით აშშ-ის საელჩოსთან მივიდნენ.

მარშის მონაწილეებმა საელჩოსთან შეერთებულ შტატებს მეგობრობის, პარტნიორობისა და განგრძობადი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. ისინი აშშ-ის საელჩოდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 6 მაისს MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. 7 მაისს კი დოკუმენტმა სენატში გადაინაცვლა.

[ფოტო: Mo Se]

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share