„ქართულ ოცნებას“ ახალი პოლიტსაბჭო ჰყავს-არჩილ თალაკვაძისათვის იქ ადგილი “არ” მოიძებნა.
მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი, არ აღიარებული პარლამენტის კანდიდატთა პროპორციულ სიაში, შესაბამისად პარლამენტში ვერ მოხვდა, ამ დღეებში მას, პარტიის პოლიტსაბჭოც დაატოვებინეს.
გურიიდან პოლიტსაბჭოში ვერც პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე მოხვდა.
ერთადერთი, ვისაც ეს პატივი მმართველი პარტიიდან ერგო, ნინო წილოსანია.
ვრცელდება ხმები არჩილ თალაკვაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებაზე.
თუ ამ ხმებს დავუჯერებთ, ეს დაპირისპირება იმდენად მძაფრი, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში, ოზურგეთის მერის, არჩილ თალაკვაძის ძმის, ავთანდილ თალაკვაძის წინაარმდეგ შესაბამისმა ორგანოებმა-სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყონ.
„ქართულ ოცნების“ პოლიტსაბჭოს ყრილობა ამ დღეებში დასრულდა.
ირაკლი კობახიძემ ეს პოსტი უკვე მეორედ ჩაიბარა. განახლდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. ცვლილება შეეხო ასევე პარტიის სამდივნოს ნაწილსაც. „ოცნების“ პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი გახდა. აჭარის პარტიულ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს სულხან თამაზაშვილი. სიახლეების შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ მე-9 ყრილობაზე გახდა ცნობილი. პარტიის ლიდერების სიტყვით გამოსვლების გარდა კომენტარები გაკეთდა მედიასთანაც