პირველი ლიგაში რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური გაიმართა
‘არწივებმა’ ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე აუტსაიდერი ‘აკადემია-ლაშარი’ უშანსოდ დატოვეს – 43:5, რის გამოც ‘ფოთს’ პლეი აუტის ადგილის თავიდან ასაცილებლად „პარკი არენაზე“ ‘ლოკომოტივთან’ ხელს უცილობელი გამარჯვება აძლევდა. კოლხებმა აღმავლობით წარმართეს შეხვედრა და ქვეყნის 10-გზის ჩემპიონს ტაიმებში 2-2 გარდასახული ლელო დაუდეს.
აქედან გამომდინარე ‘ფოთმა’ პირველობა მე-8 ადგილზე დაასრულა და შესაბამისად ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ოზურგეთის ‘არწივები’ მე-9 ადგილს დაჯერდა და ლიგაში დარჩენაზე რეგიონული ლიგის მე-2 ადგილოსანთან 2-მატჩა დაპირისპირება მოუწევთ. და შესაძლოა ეს ჩოხატაურის “ჯანი’ იყოს, რომელიც რეგიონალ ლიგაში ასპარეზობს და პირველ ლიგაში გადმოსასვლელად პლეიოფში იბრძვის.
ბოლო ადგილოსან ‘აკადემია-ლაშარს’ კი მომავალ სეზონში რეგიონული ლიგის გამარჯვებული ჩაანაცვლებს.