გურიის მოამბე

„რეკორდული ფასის ფონზე, ოქროს სამკაულებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა“ – როგორია მოთხოვნა ზოდებსა და მონეტებზე

2025 წლის პირველ კვარტალში ოქროზე რეკორდული მოთხოვნა დაფიქსირდა. World Gold Council-ის მონაცემებით, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მთლიანი მოთხოვნა 1%-ით გაიზარდა და 2025 წლის პირველ კვარტალში 1 206 ტონა შეადგინა, რაც 2016 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალურმა ბანკებმა 2025 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 244 ტონა ოქრო იყიდეს, რაც წინა კვარტალთან შედარებით, მოთხოვნის შენელებაზე მიუთითებს, თუმცა საერთო ჯამში, ბოლო სამი წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ნორმის ფარგლებში მერყეობს.

გარდა ამისა, ანგარიშიდან ირკვევა, რომ წელს საანგარიშო პერიოდში კვლავაც მაღალი დარჩა ოქროს ზოდებსა და მონეტებზე მოთხოვნა. კერძოდ, ამ ნაწილში მოთხოვნამ 325 ტონა შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის კვარტალურ საშუალო მაჩვენებელს 15%-ით აჭარბებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights