მასიური ქურდობები ოზურგეთში – შეშინებული მოსახლეობა და მდუმარე პოლიცია

ბოლო დღეებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქურდობების ფაქტებმა მკვეთრად იმატა

რედაქციის წარმომადგენლებთან ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე სიტუაციაზე ხშირად საუბრობს.

მათი ინფორმაციით, დღე არ გავა, რომ ამათუიმ დასახლებულ პუნქტში რამდენიმე ქურდობის ფაქტი არ დაფიქსირდეს.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ამ მხრივ, დღეისათვი,ს ქალაქ ოზურგეთში და მის შემოგარენ სოფლებში, სოფელ ოზურგეთსა და გურიანთაშია.

როგორც ჩვენ გვატყობინებენ, მარტო გუშინ, სოფელ ოზურგეთსა და გურიანთაში 10 მდე სახლი გაიქურდა.

ქალაქ ოზურგეთში, საცხოვრებელი სახლების ქურდობების გარდა, ხშირია სამრეწველო და სავაჭრო ობიექტების გაქურდვები:

“პოლიციას ხშირ შემთხვევებში არ ვატყობინებთ, რადგან აზრი არა აქვს, ტყუილად გაგვაწამებენ, გვატარებენ აქეთ იქეთ და არანაირ ზომებს არ იღებენ, რომც ვუთხრათ ვისზე გვაქვს ეჭვი, მივლენ და “ეჭვმიტანილს” ეტყვიან, რომ ჩვენი ჩვენების საფუძველზე გადაყავთ პოლიციაში დასაკითხად, რაც კიდევ უფრო მძიმეს ხდის არსებულ ვითარებას”

გვითხრა ერთ ერთმა დაზარალებულმა გ. ზ-მ – სოფელ გურიანთიდან.

ქალაქ ოზურგეთში ხშირია შემთხვევები, როცა სავაჭრო ობიექტების მფლობელებს-დილიტ მაღაზიები გატეხილი ხვდებათ, თუმცა – იგივე მიზეზების გამო პოლიციასთან არ თანამშრომლობენ.

ძირითადი მიზეზად – კრიმინალის ზრდის- გურიაში მძიმე სოციალურ ფონს ასახელებენ, თუმცა ბოლო დროს, ამის ერთ ერთ მთავარ მიზეზად, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარების გაუარესებაც სახელდება.

რადგან, რამდენიმე დაზარალებულის ვერსიით, ციხეებში ძველი მიდგომები აღდგა, იგულისხმება ე.წ. “მაყურებ;ები” და პატიმრებისადმი დაწესებული არაოფიციალური გადასახადები, ასევე ამავე პენიტენციურ დაწესებულებებში განახლებული აზარტული თამაშები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share