ევროკავშირი “რადიო თავისუფლებისთვის” 5.5 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
“ეს არის მოკლევადიანი საგანგებო დაფინანსება, რომელიც შექმნილია დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სადაზღვევო პოლისის როლში გამოსაყენებლად”, – თქვა კალასმა.
კალასის ცნობით, ფინანსები გამოყენებული იქნება “რადიო თავისუფლების” შეუფერხებელი მაუწყებლობისთვის ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის. ტრამპის ბრძანება “რადიო თავისუფლებასაც” ეხებოდა. 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ “რადიო თავისუფლებამ” აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა.