„რუსები ცდილობენ ენგურჰესის ხელში ჩაგდებას“ – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ ისაუბრა.
„იქ არის ორი ვარდნილჰესი, რომელიც ომის დროს დაზიანდა. ომის დროს ის მათ ჩაიგდეს ხელში და ახლა აპირებენ მის შეკეთებას. ეს თუ მოხერხდა ჩვენს გარეშე, შემდგომი შეტევა აუცილებლად იქნება ენგურჰესზე. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, მაინც შეიძლება ჩარევა, რადგან ჰესს ჩვენ ვაკონტროლებთ“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
მისი თქმით, ამ პროცესებისთვის აქტიური მზადება უნდა იყოს დაწყებული, თუმცა ყველა მხრიდან დუმილია.
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის თქმით, როგორც კი პარტიზანული მოძრაობა გაჩერდა, წინ წამოიწია ეკონომიკურმა თემებმა.
„ბოლო შეტევა იქნება ენერგეტიკაზე და ამის შემდეგ აღმოვჩნდებით მათი მძევლები ენერგოსისტემაშიც კი“ – განაცხადა პაატა დავითაიამ.