„თუ ძალით ივანიშვილს არ გავიტანთ, არაფერი გამოვა, ის პერფორმანსით არ წავა“ – ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ ფიზიკურად, ძალითაა შესაძლებელი, რადგან “ძალას უნდა დაუპირისპირდეს ძალა“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გადაცემა “რეაქციაში“ ამბობს, რომ “ბიძინა პერფორმანსით არ წავა და ქვეყნისთვის გადასარჩენად ამ ადამიანებთან ბრძოლაა საჭირო.“

“როდის დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის? როცა ფიზიკურად ვიქნებით მზად“,-ამბობს ის.

როდის დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის? როცა ფიზიკურად ვიქნებით მზად. თუ ძალით ივანიშვილს არ გავიტანთ, არაფერი გამოვა და ეგ უნდა გვესმოდეს, ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. ყველა, რომ მიხვდება, რომ ბიძინა რაღაც პერფორმანსით არ წავა და ჩვენ ამ ადამიანებთან მოგვიწევს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი დადგება. მე მზად ვარ რამე დავუშავო, იმ მწამებელ ხარებას, და წავალ ამის გამო ციხეში,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share