“შეხედეთ მას, როგორც მაფიოზური ჯგუფის ლიდერს” – ნავალნაია დასავლეთს მოუწოდებს, არ აღიაროს პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, პუტინი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარონ.

იულია ნავალნაია პუტინს  უზურპატორს, ტირანს და მკვლელს უწოდებს და ამბობს, რომ მან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, კონკურენტი მოიშორა. მისი აზრით, თუ პუტინის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, დიქტატორი დამარცხდება.

“შეხედეთ პუტინს, როგორც მაფიოზური ჯგუფის ლიდერს. თქვენ გაიგებთ, მის სისასტიკეს, ცინიზმს, ფუფუნებისა და ძალადობის მიმართ მიდრეკილებას, ასევე ტყუილისა და მკვლელობის სურვილს. ყველა მისმა ლაპარაკმა რელიგიაზე, ისტორიაზე, კულტურასა და პოლიტიკაზე შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს დასავლელები. მაგრამ რუსეთში ყველამ იცის, რომ განგსტერებს ყოველთვის უყვარდათ დიდი ჯვრების ფრიალი, ეკლესიებში პოზირება და საკუთარი თავის წარმოჩენა, თითქოს უმაღლესი სამართლიანობისა და ტრადიციული ღირებულებებისთვის მებრძოლები იყვნენ.” – განაცხადა ნავალნაიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share