“რუსული კოშმარის საქართველოში ყოფნა თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე შეტევაა” – ევგენიძე

“რუსული კოშმარის საქართველოში ყოფნა თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე შეტევაა” – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ევგენიძემ გააკეთა.

მესამე სექტორის წარმომადგენელმა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება და იმ სიკეთეებზე ისაუბრა, რასაც “MEGOBARI ACT”-ი ქართველ ხალხს მოუტანს.

ნინო ევგენიძის შეფასებით, “მეგობარი აქტი” ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების ზეგავლენისგან ქვეყნის გათავისუფლების დოკუმენტია, რომელიც მისივე განმარტებით, ქართულ საზოგადოებას შესაძლებლობებს და რწმენას დაუბრუნებს.

“მეგობარი აქტი” ითვალისწინებს სანქციების დაწესებას კორუფციაში მხილებული, ადამიანების უფლებების დარღვევაში მხილებული პირების წინააღმდეგ. რუსული კოშმარის საქართველოში ყოფნა თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე შეტევაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში იმის მტკიცება მიმდინარეობდა, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი არავინ არ არის… ამერიკა, დასავლური სამყარო, დემოკრატიული ინსტიტუტები განსაზღვრავენ იმას და შთააგონებენ სხვა ქვეყნებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ როგორც ჯო უილსონმა, ერთმა ადამიანმა შეძლო ცვლილებების მიღწევა, ასევე არის შესაძლებელი დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში, კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნის პირობებში, რომ ერთმა ადამიანმა მიაღწიოს იმას, რასაც ჯო უილსონმა და მისმა მხარდაჭერებმა მიაღწიეს. ჩვენი არჩევანი ცივილიზაციაა. ქართველ ხალხს არ უნდა კორუფციაში ცხოვრება, სადაც წარმატების მიღწევა იმის მიხედვით ხდება, თუ ვინმეს დაჩაგრავ, კორუფციაში ჩაერთვები.” – განაცხადა ნინო ევგენიძემ. 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share