„ბიძინა დაისჯება ასობით მანქურთითურთ“ – დავით ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილი:

ახლა ” დოჟდზე” ვუყურებ მიხაილ ფიშმანის გადაცემას. რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის სინქრონი: “2022 წელს ამერიკული “ფარა” გადმოვწერეთ უცხოეთის აგენტების კანონთა კრებულისთვისო; ღმერთს მადლობა, რომ დეპუტატებმა მხარი დაგვიჭირეს და მიიღესო”.მთელი 2 წლით დააგვიანეს ბიძინამ და მისმა მანქურთებმა.პუტინს ათასობით პოლიტპატიმარი ჰყავს, ივანიშვილს – პროპორციის შესაბამისად ბევრი ათეული და ასეულისკენ მიისწრაფვის.ამასთანავე, 80 სენატორის( 100- დან) ხელმოწერილი კანონპროექტით გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი გრემი რამდენიმე დღეს აძლევს პუტინს( რეალურად – ტრამპსაც), ცეცხლი შეწყვიტოს, თორემ სანქციების კოშმარით ემუქრება.” მეგობარი აქტი” უკვე ჩაშვებულია პროცესში – კონგრესმენი უილსონი ხომ მთავარი ქართველია ოკეანის გაღმა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელი რიში და წამყვანი დემოკრატი წევრი შაჰინი ხომ სოლიდური პროქართველი სენატორები ამდენი ხანია.რუსეთი საქართველოშიც წაიფორხილებს ჯერ და მერე დამარცხდება.უკრაინაში კი რუსული იმპერიალიზმის მარცხი ევროპის გაევროპელებით, დასავლური ცივილიზაციის ლიდერობის დაბრუნებით დასრულდება.გაძლების დროა!რამდენიმე წელიწადში რუსეთის მინგრევის მოლოდინიც მაქვს. ორბანს ამ დღეებში ბრიუსელი დაანარცხებს მიწაზე( ხმის უფლებას ჩამოართმევს) და გაისად უნგრელი ამომრჩეველი. სლოვაკი ფიცო გასუსულია.მესამე ათასწლეულის მესამე ათწლეული ლისაბონიდან თბილისამდე( ერევნითურთ) ევროპით დაიწყება და ევროატლანტიკური სივრცე კი ვანკუვერამდეც გადაიჭიმება.ირაკლი ოქრუაშვილმა დაიწყო და ზურა გირჩი ჯაფარიძემ სისტემური, მასშტაბური სახე მისცა ამ მორალურ/პოლიტიკური ქართულ/ევროპული წინააღმდეგობის ახალ ეტაპს.თანამედროვე ქართული პოლიტიკა არ არის საზოგადოებრივი პროტესტის აუტსაიდერი – ის მისი სრულფასოვანი შემადგენელია.როგორც ყოფილი საბჭოთა პოლიტპატიმარი და როგორც ქართული პოლიტიკური პროცესის მონაწილე ათეული წლების განმავლობაში ვგულშემატკივრობ თანამედროვე ქართული პოლიტიკის წამყვან ფიგურებს – ვაფასებ მათ თავდადებას.გაძლების დროა!ბიძინა დაისჯება ასობით მანქურთითურთ!ყველაფერი იქნება უკეთ!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share