“ოცნების” მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთის გავლენას აძლიერებს” | აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ანგარიში, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები

აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო (DIA) გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასებას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოც არის ნახსენები.

კავკასიის რეგიონზე საუბრისას DIA წერს, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა, რადგან სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა, ხოლო რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხური დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის.

“რუსეთს დანამდვილებით გამიზნული აქვს საქართველოს დაბრუნება თავისი გავლენის სფეროში. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს ქვეყანაში თავისი გავლენა გაზარდოს”, – ნათქვამია ანგარიშში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights