”რაღაც ისეთს სთხოვენ მიშას, რასაც ის არ თანხმდება. მე ამასაც ვუშვებ.. ამ პატარა კაცუნებზე მინდა გითხრათ, ამათ საერთოდ არ აქვთ არანაირი ადამიანური ემოცია. როგორ შეიძლება ადამიანზე, რომელსაც გასცემს დასკვნას, რომ ანორექსია და სხვადასხვა სახის პრობლემები აქვს და ამ დროს ხუმრობით რაღაცეებზე იწყებდე საუბარს, ეს ხომ უღირსობაა?? ეს ხომ ნაძირლობაა??რაც გუშინ კობახიძემ ილაპარაკა, ეს ხომ ნაძირლობაა? აბსოლუტურად უსისხლოა რა…რამე რომ მოუვიდეს, რანაირად უნდა იცხოვრონ..? ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე პოლიტიკის კეთება, ეს არის სადიზმი. გავუშვათ, დავასვენოთ ეს ადამიანი, თავისი ცოდვები ეყოფა. წავიდეს, მოინანიოს, თუ არ მოინანიებს კისერიც უტეხია.რაც უნდა ის ქნას, მაგრამ გადავშალოთ ეს ფურცელი. ვიფიქროთ ქვეყანაზე და არა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესზე” .
ამის შესახებ გია ხუხაშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.