როგორ შეიძლება, საქართველო ჩაერთოს შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში?

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როგორ და ფორმით შესძლებს საქართველო ჩაერთოს შავი ზღვის რეგიონის ახალ სტრატეგიაში – შესაბამისი კითხვით „ევროსკოპმა” ევროკომისიის საგარეო ურთერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერს, ანიტა ჰიპერს მიმართა.

ევროკავშირის პასუხი ასეთია:

“როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა პრესკონფერენციაზე შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის. რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ კავშირებს ევროკავშირთან. უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველოც, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. შავი ზღვის სტაბილურობა არსებითია საქართველოს უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგო-კავშირებითვის. ახალი სტრატეგია სთავაზობს პარტნიორ ქვეყნებს, საქართველოს ჩათვლით, წინადადებას, რომელიც დამოკიდებულია  საერთო მიზნების ამოცანებისა და კოლექტიური პასუხისმგბელობის გაგებაზე. შავი ზღვის სტრატეგიის მთავარი არსი საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობაა. პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ძლიერი პოლიტიკური ერთგულების დემონსტრირება ამ ამოცანების წინ წასაწევად. შესაბამისად, ასეთი პარტნიორობის ტრაექტორია და ფორმა დიდწილად დამოკიდებული იქნება საქართველოს მიდგომაზე და ერთგულებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაფართოების პროცესი გაგრძელდება დამოუკიდებლად და ქვეყნის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უწინდებურად  გაფართოების პროცესის ფარგლებში შეფასდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights