UFC-ის ქართველი ჩემპიონი საქართველოში და გულშემატკივრების მთელი ჯარი – კიდევ ერთი დიდი წარმატების შემდეგ მერაბ დვალიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. ჩემპიონმა დონალდ ტრამპთან გასაუბრების დეტალებიც გაამხილა.
მისი თქმით, შტატების პრეზიდენტთან ხშირად ახსენა საქართველო.
აეროპორტის შემდეგ იყო რიყის პარკი და დიდი შეხვედრა. დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა, როცა ამერიკელი შონ ომალი დაამარცხა.
დღის ბოლოს ufc ის ჩემპიონმა მედიის კითხვებს უპასუხა, საქართველოში ჩამოსულმა მერაბ დვალიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა ჰქონდა სათქმელი სინდისის პატიმრისთვის, რეზო კიკნაძისთვის, რომელიც პროცესზე მისი მაისურით დადის.