გაინტერესებთ რა ქონებას ფლობს ოზურგეთის მერი და რა შემოსავალი აქვს ხელფასის გარდა? 

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 1 მაისს შეავსო.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თალაკვაძე სამ მცირეწლოვან შვილთან _ გაბრიელთან, ნინასთან და ანდრიასთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, სად ცხოვრიბს ოზურგეთის მერი უცნობია _ დეკლარაციაში მას საცხოვრებელი მისამართი მითითებული არ აქვს და არც უძრავი ქონება უფიქსირდება.
დეკლარაციის შევსების დროს, ავთანდილ თალაკვაძის შვილის, გაბრიელის, სახელზე გახსნილ ანაბარზე საქართველოს ბანკში 12709, 49 დოლარი და 4175, 49 ლარი იყო.
ამავე ბანკში, ანდრია თალაკვაძის სახელზე გახსნილ ანაბარზე 18010, 32 ლარი.
ანაბარი გახსნილი აქვს თავად მერსაც, სადაც ბატონ ავთანდილს 1 მაისის მდგომარეობით ერთ ანაბარზე 145 000 ლარი ჰქონდა, ხოლო მეორეზე _ 23187, 63.
მის სახელფასო ანგარიშზე ამავე პერიოდისთვის 7734,7 ლარი იყო.
მერის ქალიშვილის, ნინა თალაკვაძის სახელზე გახსნილ ანაბარზე ამავე პერიოდში 33919, 97 ლარი იყო. გაბრიელ თალაკვაძის დეპიზიტზე 3802, ლარი.
დეკლარაციის შევსების დროს თალაკვაძეს დაღდი ფულის სახით 8700 ლარი და 3800 დოლარი ჰქონდა.
დოკუმენტით ირკვევა, რომ ოზურგეთის მერის წლიურმა ხელფასმა 57743.28 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის თანახმად, მან სხვა შემოსავალი _ 16 441 ლარი, ანაბარზე დარიცხული პროცენტის სახითაც მიიღო.
თუ დეკლარაციას დავეყრდნობით ავთანდილ თალაკვაძე არ ფლობს სახლს, მაგრამ ფლობს 2018 წელს, 4500 დოლარად შეძენილი მოტოს ((HD street bob).
ოზურგეთის მერს იპოთეკური სესხიც ჰქონია _ 90 000 დოლარი, რომელშიც გასულ წელს 9155, 7 დოლარი გადაიხადა.
ინფორმაციას საკუტარ ფეისბუკ გვერდზე ჟურნალისტი ნატო გოგელია ავრცელებს