კუკა ბარამიძე – სინდისის პატიმრებზე დიდი ჩემპიონები ამ მომენტში ამ ქვეყანას არ ჰყავს

სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა — სულ პირიქით. სინდისის პატიმრებზე დიდი ჩემპიონები ამ მომენტში ამ ქვეყანას არ ჰყავს.
დვალიშვილს, კვარაცხელიას, ფაჩულიას ან სხვებს კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, თავისივე გულშემატკივარი სინდისის პატიმრის მხარდასაჭერად. პირიქით — ამ ბიჭებს უნდა ვუთხრათ, რომ მოეშვან „სპორტსმენების“ გულშემატკივრობას. თვითონ აღარ უნდა უგულშემატკივრონ, რამეთუ მათზე დიდი ჩემპიონები ამ მომენტში ამ ქვეყანას არ ჰყავს. მართლა არ ჰყავს.
მოეშვან ამ რინგებისა და მოედნების „ლომების“ გულშემატკივრობას. მოეშვან!
ჩვენც-ყველამ, ასე უნდა გავაკეთოთ
მათე გამოვა!
სისტემაც დაინგრევა!
მოსამართლემ კი საკუთარი ცხოვრება და პერსპექტივა მოკლა სამუდამოდ!
წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, სამოქალაქო აქტივისტი მოძრაობა “თავისუფლებიდან”, კუკა ბარამიძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights