ჰიბრიდული ოკუპაცია თბილისს მოადგა, ტოტალიტარული სისტემა რეალურია-არინა თავაქარაშვილი

ჰიბრიდული ოკუპაცია თბილისს მოადგა, ტოტალიტარული სისტემა რეალურია, რეალურია ავტოკრატია, ახლა არის ის, რომ პოლიტიკური სივრცე აბსოლუტურად ჩაკლან, – ამის შესახებ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, არინა თავაქარაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, ახლა გვერდზე უნდა გადავდოთ ყველაფერი და სოლიდარულებო ვიყოთ ყველა დაპატიმრებული ადამიანების მიმართ, განურჩევლად იმის, ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია და რომელ მხარეს დგას.

”ჰიბრიდული ოკუპაცია თბილისს მოადგა, ტოტალიტარული სისტემა რეალურია, რეალურია ავტოკრატია, ახლა არის ის, რომ პოლიტიკური სივრცე აბსოლუტურად ჩაკლან, ლიდერების დაკავებით და შემდგომ უკვე ვინც კიდევ გააგრძელებს ამ საქმეს. გადავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, საზოგადოებრივად აქტიურ ლიდერებზე და თავისუფალ მედიებზე, რათა მიკეტონ, რომ დამთავრდეს ამითი ყველაფერი. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ბევრი გვაქვს გასაკეთებლი.

ახლა  გვერდზე უნდა გადავდოთ ის, ვინ როგორი პოლიტიკოსია, როგორ მოქმედებდა აქამდე და ა.შ. სოლიდარულები უნდა ვიყოთ ყველა დაკავებულის მიმართ და უნდა ვთქვათ, რომ ესენი დააკავეს იმიტომ, რომ უარი თქვეს არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე, აირჩიეს დასავლური ვექტორი და მისი ერთგულება უმძიმესია. 

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვნახავდი თავისუფლებაში დაბადებულ ახალგაზრდობას, ისეთი საშინელი ბრალდებით, როგორიც მათ წაუყენეს. ვნახავდი ციხეში მხატვარს, სტუდენტებს, მწერალს, პოეტს, ჟურნალისტს”,- ამბობს არინა თავაქარაშვილი. 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights