ღარიბაშვილის თქმით, ათწლიანი განვითარების “ახალ ამბიციურ” გეგმას შეიმუშავებს

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტი “ათწლიანი განვითარების ახალი ამბიციური გეგმის” შემუშავება იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და ფრაქცია ქართულ ოცნებას ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის საკუთარი ხედვა გააცნო.

“რაც შეეხება ჩემს ხედვას თუ როგორ მესახება ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მთავარი პრიორიტეტები. პირველი, რასაც საჭიროებს ახლა აღნიშნული სიტუაცია — ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და ათწლიანი განვითარების ახალი ამბიციური გეგმის შემუშავება, რომელსაც მე ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთად”, — განაცხადა მან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share