ბრძოლა შედეგიანი იქნება, ჩვენი სიყვარული გამარჯვებამდე მივა და ჩვენი გზა ევროპისკენ წავა- სინდისის დედა

პატიმარ გიორგი მინდაძის დედა, რომელიც დღეს იუბილარია და მის შვილს მოსამართლე გალუსტაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ამბობს, რომ დღეს განსაკუთრებული დაბადების დღე აქვს და ხალხის სიყვარული იმის მანიშნებელია, რომ ბრძოლა შედეგიანი იქნება და გამარჯვებამდე მივა.

წულაიამ  საკუთარი შვილისგანწყობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ის ძალიან მხნედ არის.“

”გიორგი რომ მხნედ იყო, მაგან გამამხნევა მეც, გიორგიმ ასე თქვა, მედგრად უნდა ვიყოთ სულ ყველა, რომ ჩვენ, ბიჭები კარგად ვიყოთ, არცერთ შემთხევვაში უკან არ უნდა დავიხიოთ, როცა თქვენ მედგრად იქნებით, ჩვენ კარგად ვიქნებით. ვიცი, რომ განაჩენს მივიღებ დღეს, არ აყვეთ ემოციებს, ერთმანეთს გაუფრთხილდით, შეეგუეთ ჩემ განაჩენს და მშვიდად და წყნარად გადით აქედან, დედაჩემიც შეეგუება. ჩვენ შიგნით ვართ და თქვენ გარეთ იბრძოლეთ, სანამ ერთ ადამიანს გაქვთ აზრი იმის, რომ გამარჯვება ჩვენია.

განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა, ასეთი უნიკალური სტუმრები არცერთი ჩვენი მთავრობის წარმომადგენელს არ ეყოლება. მძიმე დღე იყო და ბედნიერი ვიყავი ხალხის სიყვარულით. გიორგი მინდაძის დედობით უბედნიერესი ვარ.  ამ სიყვარულით ვიცი ბოლომდე გავალთ, ბრძოლა შედეგიანი იქნება, ჩვენი სიყვარული გამარჯვებამდე მივა და ჩვენი გზა ევრიპოსკენ წავა, აუცილებლად”-განაცხადა მან.

წულაიას თქმით, მოსამართლე გაულსტაშვილმა დარბაზში განაცხადა, რომ წერილობითი განაცხადი დაეწერათ და პრეზიდენტი შეიწყალებსო, თუმცა, მინდაძის დედა ამბობს, რომ “ის ვერ გრძნობს, რომ ამ ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს და რომ დაწეროს განცხადება სად წაიღოს, ან ვისთან, ისიც არ იცის.“

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარი, 21 წლის სტუდენტი, გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში პროტესტით და შეძახილებით შეხვდნენ. პროტესტი იყო სასამართლოს ეზოშიც.
მონებო” – სკანდირებდნენ გიორგი მინდაძის გულშემატკივრები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights