გურიის მოამბე

“ოცნება” „ნაციონალური მოძრაობის”, კოალიცია ცვლილებებისთვის”, „ლელოს“ და „გახარია — საქართველოსთვის“ აკრძალვას აპირებს

„ქართული ოცნება“ „ლელოს – ძლიერი საქართველოსთვის“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აკრძალავასაც შეეცდება, მიუხედავად მათი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „არჩევნებში მონაწილეობა არაფერს ცვლის“.

„პარტიებს ჩვენ ვერ გავაუქმებთ. პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ერთადერთმა ორგანომ — ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკვე ამდენი წელია, კოლექტიურად 2003 წლიდან მოყოლებული ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, — განაცხადა კობახიძემ.

ოთხ პარტიაში, რომელთა აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის, „ლელო — ძლიერი საქრათველო“ და „გახარია — საქართველოსთვის“.

ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარტიების აკრძალვას ამარტივებს და რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციოს სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომელსაც მის მიერ უკვე არაკონსტიტუციურად გამოცხადებული პარტიის იდენტურად მიიჩნევს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights