გურიის მოამბე

“გააძლიერე წინააღმდეგობა” – 8 ოპოზიციური პარტიის პლატფორმა

8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებს პლატფორმაზე – “გააძლიერე წინააღმდეგობა” – დარეგისტრირებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ პარტიებმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

მათი თქმით, “რაც უფრო ორგანიზებული და შეკრული იქნება ხალხი, მით უფრო დეზორგანიზრბულები და დასუსტებულები იქნება “ქართული ოცნება”.

“საქართველო კარგავს მომავალს, კარგავს ყველაფერს, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს მოგვიპოვებია. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ანტისახელმწიფოებრივი სისტემა, სადაც რაც უფრო სუსტდება და ღარიბდება მოქალაქე, მით უფრო მდიდრდება და ძლიერდება თვითონ. ამისთვის იგონებს ის არარსებულ მტრებს, რომ ვერ შევამჩნიოთ ნამდვილი მტერი, რომელიც ჩვენ თვალწინ ამ ქვეყანას ერთადერთ მომავალს ართმევს. 

ყველაფერს კარგად ვხედავთ და ვიაზრებთ. ყოველ ღამე საქართველოს მოქალაქეები იძინებენ უფრო სახიფათო, უფრო არასტაბილურ, უფრო ქაოტურ, უფრო ღარიბ, უფრო დაუცველ და უფრო უსამართლო სახელმწიფოში. თუ ივანიშვილი შეძლებს ქართული სახელმწიფოს სრულად მიტაცებას და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხვას ქაოსი ამ ქვეყნის ბედისწერად იქცევა.
თუმცა არსებობს მეორე გზა, გზა რომლითაც საქართველოს მოქალაქეები შევძლებთ ძალაუფლება დავიბრუნოთ, რომლითაც კორუფციას, ტერორს და განუკითხაობას ჩაანაცვლებს სამართლიანობა, ერთობა და მშვიდობა. ქართველებს კი საკუთარ ქვეყანაში დაედგომებათ, რადგან ეს ქვეყანა ისევ მათი იქნება. 

ამას მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით, წინააღმდეგობის ორგანიზებით და ამ რუსული, კრიმინალური , მოღალატეობრივი რეჟიმის სრული იზოლაციით. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც რეჟიმი დასუსტდება, საქართველოს მოქალაქეები კი გავძლიერდებით. 

რაც უფრო ორგანიზებულები და შეკრულები ვიქნებით ხალხი, მით უფრო დეზორგანიზრბულები და დასუსტებულები იქნებიან ისინი. 

19 ივლისის აქციამ კი8დევ ერთხელ დაადასტურა, რომ უპირობო წარმატების და ამ ქვეყნის საძირკველიდან რეფორმირების გარეშე პროტესტი არ დასრულდება, რომ მას ვერ დაასრულებს სუსხი, ვერ დაასრულებს სიცხე, ვერ დაასრულებს რეპრესიები და ტერორი, მას მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს, რომელიც ქართული სახელწმიფოს პიროვნების ღირსების სამსახურში დააბრუნებს. 

ამიტომ დარეგისტრირდი და გააძლიერე წინააღმდეგობა, თუ მზად ხარ, რომ ცვლილების ნაწილი გახდე,” – განაცხადეს 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights