“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ევროკავშირის პრესსპიკერის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე ძალიან სერიოზულია.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის მისაღებად საქართველომ თავის დროზე გარკვეული კრიტერიუმები შეასრულა, რომელიც დღეს აღარ არსებობს.
”ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე უკვე არის ძალიან სერიოზული და ჩვენ რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, აქ უკვე აღარ არის საუბარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. საქართველოს, როდესაც მან მიიღო უვიზო მიმოსვლა ჰქონდა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელიც ქვეყანას უნდა დაეკმაყოფილებინა. საქრათველომ მაშინ ეს კრიტერიუმები დააკმაყოფილა, ისევე როგორც სხვა ქვეყანამ ვინც მიიღო ვიზალიბერალიზაცია და ახალ უკვე ეს დაკმაყოფილებული კრიტერიუმები აღარ არსებობს,” – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ცნობისთვის, დღეს, ევროკავშირის პრესსპიკერმა “საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის როლის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაცია და უსაფუძვლო ბრალდებები” დაგმო.