საქრთველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა TVპირველთან ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნის საკითხზე და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:
“მე ნამდვილად ვერ დავახასიათებ ღარიბაშვილს პრემიერმინისტრად, იმიტომ რომ პრემიერმინისტრი არის თანამდებობა, რომელიც ხემძღვანელობს ქვეყნის მთავრობას, ეს არის უზურპატორი მთავრობა. მათ მოიპარეს არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბრის. მათ გააყალბეს გადაწერეს ოქმები, მათ წააგეს არჩევნები 60/40-ზე, მიუხედავა მთელი მოსყიდვებისა, იმიტომ რომ ივანიშვილმა გამოყო ფული 60%-ის ყიდვაზე და როცა გხსნეს საარჩევნო ყუთები და ნახეს, რომ 39 % აქვთ, ჩავარდნენ პანიკაში, გადაწერეს საარჩევნო ოქმები. ნათელია დღესავით, რომ ისინი ემზადებიან, ისინი აპირებენ საქართველოს ბელარუსიზაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აღარავინ არ მიიღებს არც ევროკავშირში, არც ნატოში, თანდათან გაგვიუქმებენ უვიზო რეჟიმსაც. ამასობაში სანამ უვიზო რეჟიმს გაგვიუქმებენ, ისინი აპირებენ დანარჩენი მოსახლეობის ქვეყნიდან გაყრას. ვინც შრომისუნარიანია და ვისაც შეუძლია პრაქტიკულად მონებად წავიდნენ გერმანიაში დამამცირებელ, საზიზღარ საქმეზე. მამელუქებს როგორც ყიდნენ ქართველი ფეოდალები, ზუსტად ისე უნდათ გაყიდონ ჩვენი ხალხი გერმანიაში, საფრანგეთში. რომ არ მომხდარიყო 2012 წლის კატასტროფა ჩვენ ხელფასები გვექნებოდა მინიმუმ, როგორც საბერძნეთშია და სულ არაფერი პრობლემა არ გვექნებოდა. თუ გავითვალისწინებთ ბინა რა ღირს გერმანიაში, თუ გავითვლისწინებთ საჭმელი რა ღირს გერმანიაში და ყველაფერი, საქართველოში ბევრად მეტი შემოსავალი შეიძლება ჰქონდეს ხალხს. ეს არის ეროვნული კატასროფა, ეს არის ტრაგედია.
მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, იმიტომ რომ არაფერი მნიშვნელობა არა აქვს მის შნირებთან ლაპარაკს, არ შეგარჩენთ ქვეყნის განადგურებას. თუ აპირებ მაიდანის მოწყობას, ჩვენი პარტიის ოფისში, თუ აპირებ შესვლას, სისხლის დაღვრას, ხალხის დახოცვას, გაზით გაგუდვას, მელიას დაჭერას, ყველა მიიღებს მის გადაწყვეტილებას და მეც მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას -“სადაც ვიწროა იქ გაწყდეს”, მაგას ნახავს ყველა. არ ვაპირებ, რომ საქართველო გავანადგურებიო ამ მართლა გაუნათლებელ, ბინძურ რუსეთის შნირს და თუ თქვენ ამ ყველაფერს აპირებთ ვიცით რომ აპირებთ, მაშინაც აპირებდით, მაგრამ გახარიას შეეშინდა და გაქუსლა. ეხლა ამ არარაობით აპირებთ, ამ საზიზღრობით, მახინჯი თქვენი ღარიბაშვილით, და მაშინ “გაწყდეს იქ სადაც ვიწროა”, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება საქრთველოს თავისუფლებისთვის.
ჩვენ არ გვინდა არც არეულობა არც შეტაკებები, არც ძალადობა. ძალადობა, არეულობა და უბედურობა უნდა ივნიშვილს. ქართველ ხალხს არ უნდა რეპრესიები, ძალდობა და არეულობა. თუ ივანიშვილი აპირებს საბოლოოდ მიწაში ჩატკეპნოს ქრთველი ხალხი, მაშინ ხალხი დაიცავს თავის თავს.
ჩვენ გვინდა მოლაპარაკებები, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები. მე მინდა საყოველთაო ამინისტია, რომ არავის არაფერი არ შეეხოს, არც ღარიბაშვილს და არც არავის, მაგრამ თუ ქვეყანას საბოლოოდ ანადგურებთ, მაშინ ჩვენ ვინა ვართ?! თუ ერი ვართ, თუ თავმოყვარეობა გვაქვს, თუ ღირსება გვაქვს, მაშინ თავისი თავის გადარჩენაც უნდა შეგვეძლოს”.-ისაუბრა სააკაშვილმა.