ოვალურ კაბინეტში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას Real America’s Voice-ის რეპორტიორმა, ბრაიან გლენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაცმულობა შეუქო.
იმავე რეპორტიორმა, თებერვალში, თეთრს სახლში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტს კითხა, თუ რატომ არ ეცვა პიჯაკი.
“ამ კოსტუმში ზღაპრულად გამოიყურებით,” – თქვა რეპორტიორმა.
“მეც იგივე ვთქვი” – დაამატა ტრამპმა.
“შენ იგივე კოსტუმში ხარ. მე გამოვიცვალე, შენ არა” – უპასუხა ზელენსკიმ რეპორტიორს.
ზელენსკი თეთრ სახლში შავი პერანგით და პიჯაკით მივიდა, რომელიც მანამდე რომის პაპის დაკრძალვაზე, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზთან შეხვედრაზე და NATO-ს სამიტზე ეცვა. მისი ჩაცმულობა შუალედური ვარიანტი იყო სამხედრო ფორმასა და შარვალ-კოსტიუმს შორის.