document.body.remove()
გურიის მოამბე

BBC-ს კორესპონდენტის შეფასება – მლიქვნელობა, კომპლიმენტები, პოზიტივი

ამ ეტაპზე დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფის ღია შეხვედრის ნაწილი მედიისთვის შეიძლება ასე აღიწეროს: ურთიერთქების სიჭარბე, ცოტა მლიქვნელობა თეთრი სახლის მასპინძლის მისამართით და „ყველაფერი კარგი, ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ“ ტიპის სიტყვები.

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ეს უკვე სადღაც გაგვიგონია. სულ რამდენიმე დღის წინ, ალასკაზე — დაახლოებით ასეთივე სტილში გაიმართა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის „საპრესკონფერენციო“ გამოსვლა.

და ეს გასაკვირი არ არის. რადგან ლაქლაქი, კომპლიმენტები, პოზიტივი — ეს ის კომპონენტებია, რომელთა გარეშეც ამერიკელ პრეზიდენტთან კომუნიკაცია ან მარცხისთვის, ან წარმატების არქონისთვისაა განწირული. რეცეპტი მარტივია, მაგრამ შედეგიანი.

ამიტომაც ახლა ტრაპმპ–პუტინ–ზელენსკის ურთიერთობის დინამიკა ძალიან ჰგავს საფეხბურთო პენალტების სერიას, სადაც თამაში გრძელდება პირველ შეცდომამდე. ტრამპი (პირადად ან სანდო პირის, სტივ უიტკოფის მეშვეობით) ესაუბრება პუტინს. იღებს თაყვანისცემის „პორციას“. აკეთებს განცხადებას, სადაც ომის პასუხისმგებლობა ზელენსკის ეკისრება. კრემლი წინაურდება.
უკრაინის პრეზიდენტი უკავშირდება (ან ხვდება) ტრამპს. და აი უკვე აშშ–ს პრეზიდენტის რისხვა პუტინისკენ ბრუნდება. კიევი ანგარიშს ათანაბრებს.

როგორც ჩანდა, ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ უკრაინას უკიდურესად გაუჭირდებოდა ვითარების შემოტრიალება. თუმცა, საუბრის ტონალობის მიხედვით, რომლის მოწმეებიც გავხდით, ეს სავსებით შესაძლებელია.

ზელენსკიმ გამოიყენა ტაქტიკა, რომელიც უკრაინულ ანდაზაში ასეა აღწერილი: „გურტომ і ბатька легше бити“ („ერთობლივად მამასაც ადვილად სცემ“). რა თქმა უნდა, ტრამპის ცემა არავის უფიქრია, მაგრამ საჭირო ეფექტი მიღწეული იყო: რაოდენობა ხარისხში გადაიზარდა. რადგანაც თუ იმდენი კარგი ადამიანი, ვინც ტრამპს აქებს, ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება რეალური უსაფრთხოების გარანტიები და რომ ცეცხლის შეწყვეტის არსებობა არარსებობაზე უკეთესია — იქნებ მართლა ღირს მათი გეგმების მოსმენა ომის დასრულებაზე?

ვაშინგტონის მოლაპარაკებების პირველი შთაბეჭდილება — კატასტროფული სცენარის თავიდან აცილება მოხერხდა. ზელენსკისთვის არავის დაუსვამს ულტიმატუმი, უკრაინისა და აშშ–ს პრეზიდენტების ურთიერთობა ოვალური კაბინეტში საკმაოდ კეთილგანწყობილ გარემოში წარიმართა.

რა თქმა უნდა, ტრამპის განწყობა ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს — დღევანდელი დღის ბოლომდეც კი: მაგალითად, ვლადიმირ პუტინთან დაპირებული სატელეფონო საუბრის შემდეგ. ან მოგვიანებით — სტივ უიტკოფის ახალი მოსკოვური მისიის შედეგად.
მაგრამ ფაქტია, რომ ახლა უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებები საბოლოოდ გადავიდა იმიტაციური სტამბოლის „ისტორიული“ საუბრებიდან — რომლებშიც აზრს თავად მონაწილეებიც ვერ ხედავდნენ — სახელმწიფო ლიდერების დონეზე.

ეს წარმატების გარანტია არ არის, მაგრამ ძალიან ზრდის შეცდომის ფასს. სწორედ ამიტომაც მოლაპარაკებების მონაწილეები არ რისკავენ და ფრთხილად თამაშობენ. აქედან გამომდინარეობს თამაშის შემადგენელი ნაწილებიც: მლიქვნელობა, კომპლიმენტები, პოზიტივი

მასალას, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, აქვეყნებს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights