document.body.remove()
გურიის მოამბე

“ამ კოსტუმში ზღაპრულად გამოიყურებით” – უთხრა ზელენსკის რეპორტიორმა, რომელმაც თებერვალში თეთრ სახლში ვიზიტისას კითხა, რატომ არ ეცვა პიჯაკი

ოვალურ კაბინეტში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას Real America’s Voice-ის რეპორტიორმა, ბრაიან გლენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაცმულობა შეუქო.

იმავე რეპორტიორმა, თებერვალში, თეთრს სახლში ვიზიტისას, უკრაინის პრეზიდენტს კითხა, თუ რატომ არ ეცვა პიჯაკი.

“ამ კოსტუმში ზღაპრულად გამოიყურებით,” – თქვა რეპორტიორმა. 

“მეც იგივე ვთქვი” – დაამატა ტრამპმა. 

“შენ იგივე კოსტუმში ხარ. მე გამოვიცვალე, შენ არა” – უპასუხა ზელენსკიმ რეპორტიორს. 

ზელენსკი თეთრ სახლში შავი პერანგით და პიჯაკით მივიდა, რომელიც მანამდე რომის პაპის დაკრძალვაზე, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზთან შეხვედრაზე და NATO-ს სამიტზე ეცვა. მისი ჩაცმულობა შუალედური ვარიანტი იყო სამხედრო ფორმასა და შარვალ-კოსტიუმს შორის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights