აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დარეკვას გეგმავს.
”ის ჩემს ზარს ელოდება, როდესაც ამ შეხვედრას დავასრულებთ,” – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, საუბრის დროს ის პუტინს, მასსა და ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის იდეას წამოჭრის.
”შეიძლება სამმხრივი შეხვედრა გვქონდეს ან არ გვქონდეს. თუ სამმხრივი შეხვედრა არ გვექნება, მაშინ ბრძოლა გაგრძელდება და თუ გვექნება, კარგი შანსი გვაქვს – ვფიქრობ, თუ სამმხრივი შეხვედრა გვექნება, კარგი შანსია, რომ ის დავასრულოთ,” – აღნიშნა ტრამპმა.