document.body.remove()
გურიის მოამბე

კობახიძემ და ყაველაშვილმა ბახმაროს დოღის გამარჯვებულები რუსული თასებით დააჯილდოვეს

კურორტ ბახმაროში, “ფერიცვალების” ტრადიციული დოღის გამარჯვებულები, იქ მყოფებმა, ირაკლი კობახიძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რუსული სახელმწიფო დროშის ატრიბუტიკით შემოსილი თასებითა და პრიზებით დააჯილდოვეს.

სურათებიდან, ადვილია დავასკვნათ, რომ ყველა, ბახმაროში ამ დღეს გამართული, სპორტული ღონისძიებების გამარჯვებულებსა და პრიზიორებს, ხელთ, ასეთი თასები უჭირავთ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის გურიაში, და ბოლო წლებში, ნებისმიერი დონის და სახეობის აქ ჩატარებული ტურნირის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს, მსგავსი, რუსული სახელმწიფო დროშის ატრიბუტიკით შემოსილი თასებითა და პრიზებით აჯილდოებენ.

ეტყობა, ორგანიზატორებს, იმის ფული არა აქვთ, რომ სპეციალური თასები დაამზადონ, ანაც ნორმალური თასები შეუკვეთონ, ამიტომაც, მათი უმრავლესობა რუსეთიდან კონტრაბანდული გზით შემოტანილი თასებით შემოიფარგლებიან, ანაც … ფინასებსზოგავენ”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights