გურიის მოამბე

აქცია მელიქიშვილის გამზირზე – მოქალაქეებს “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ

მელიქიშვილის გამზირზე, სასტუმრო საქართველოსთამ, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და ე.წ. ტიტუშკები დაუპირისპირდნენ.

მოქალაქეების თქმით, “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მათ თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს, შემდეგ კი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

ამ დროისთვის, პოლიციას თავდამსხმელები არ დაუკავებია.

მელიქიშვილის გამზირზე აქცია 20:00 საათზე წინასწარ იყო დაანონსებული, თუმცა ადგილზე პოლიცია დაპირისპირების დაწყების შემდეგ მივიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights