დღეს დილიდან საქართველოში დატრიალებულ მოვლენებს ეხმაურება გარემოს დამცველი, ორგანიზაცია “ეკოს” ხელმძღვანელი, ირმა გორდელაძე და წერს:
“ნაცი და ქოცის დაპირისპირება არაა დღეს. ერთმანეთის მჭამელ ვირთაგვებად ვიქეცით. ჩამოიშალა სახელმწიფო სტრუქტურები. ეკონომიკა გაყინული. ქართული მიწები და ხეობები გადამთიელზე გაყიდული. გაქცეული ქართველები ემიგრაციაში და გასაქცევად გამზადებულნი. სასამართლო კორუმპირებული. დემოკრატია სულს ღაფავს. ვიღაცას უხარია.. ვიღაცა მჯიღებს იცემს.. ნამოხვანში თურქი ჯიჯგნის რიონის ხეობას… და მთავარი გვავიწყდება-ერი აღარ ვართ..აღარც ღირსება…არც ერთობა… გავლენებს მოჭიდებულნი, ვიღაცის მაამებელნი. შეშინებულნი,მორჩილნი,გაბორეტებულნი… გვაჯობა ჭკუით მოსულმა მტერმა! განვთითოეულდით”.-წერს გორდელაძე.