გურიის მოამბე

სალომე სამადაშვილი-ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა

„რუსეთის მორიგი მოთხოვნა-სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე, შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად. ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა“, — წერს „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, ემიგრანტებს საარჩევნო უფლება გაუქმებულად შეუძლიათ ჩათვალონ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ნაწილი აძლევდა ხმას მაშინაც კი, როდესაც ამის გაკეთება უცხოეთში შეეძლოთ, ახლა ბოლომდე წაართვეს ხმის უფლება.
„პარტიების აკრძალვის და საარჩევნო უფლების შეზღუდვის შემდეგ, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩაატარონ-საკონსტიტუციო უმრავლესობის გასაფორმებლად, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერის ამოღების მიზნით. თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გადახედვაც არ გამოვრიცხოთ. გააჩნია, რუსები რას ავალებენ, დაჩქარებული ტემპით ითხოვენ ყველა დავალების შესრულებას. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის, საქართველო ჯიბეში უნდა ედოთ, ბოლომდე“, — აცხადებს სალომე სამადაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights