ცოტა ხანში ერთი თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც ოზურგეთის ახალი მერი მოვალეობის შესრულებასშეუდგა და ადგილობრივ საზოგადოებაში გარკვეულ ინტერესს იწვევს ძალთა ახალი გადანაწილება და გადაადგილებები, რაც ამ წუთისათვის “ქართულ ოცნებაში” ხდება.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს, ვანო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, ის არც მალავს ვიწრო წრეში, მის, ამ თანამდებობაზე ფაქტობრივ დანიშვნას და გავრცელებული ინფორმაციით, მის წინამორბედ, გოჩა აბაშმაძეს შეხვდა და ამ თემაზე ესაუბეა კიდეც.
გავრცელებული ინფორმაციით, მერიის კულტურის სამსახურს ნატო ხომერიკი უხელმძღვანელებს, ნათია ტუღუშთან ერთად., რახან კულტურაზე ვსაუბრობთ, სათქმელია, რომ, ამ საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის კულტურის ცენტრის უფროსის თანამდებობას, კობა ბანძელაძე დატოვებს. მისი მოხსნის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით ითქვა, რომ ეს უკანასკნელი თანამდებობას შეინარჩუნებდა, მაგრამ ამ წუთებში პირველი ვერსია მართლდება.
რაც შეეხება მერის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს, მას თბილისში მცხოვრები, წარმოშობით ოზურგეთელი დაიკავებს, რომლის სახელი და გვარი ამ წუთებში არ კონკრეტდება.
დღემდე უცნობია ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის უფროსის ვინაობა, ყოფილმა უფროსმა თანამდებობა სამი დღის წინ დატოვა.
ოზურგეთის “მერცხალში” ჯონი კალანდაძე ლაშა ლექვინაძემ შეცვალა.
რაც შეეხება ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრს, მისმა უფროსმა, მაკა ჭყონიამ თანამდებობისდატოვებაზე შეტყობინება უკვე მიიღო, თუმცა მის ადგილმონაცვლედ მაიზერ ცელაძის გამოცხადება ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან ეს უკანასკნელი ჩვენთან საუბარში ამას არ ადასტურებს და აცხადებს რომ მერიაში თავს “კარგად გრძნობს”.
ერთადერთი, ვინც აცხადებს, რომ თანამდებობას უპირობოდ შეინარჩუნებს და ამაშე ვერავინ ხელს ვერ შეუშლის, ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, გენადი კიშინსკია.








