გურიის მოამბე

,,პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ – ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა”

მზია ამაღლობელის სიტყვა სააპელაციო სასამართლოში:

„დამატება ჩემგან სამართლებრივ ნაწილში არ არის. სათქმელი არაფერია გარდა იმისა, რომ მადლიერება გამოვხატო ამ ღირსეული დაცვისთვის…

ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს. ვფიქრობ, რომ ჩემ გარდა ეს ბევრი ადამიანისთვის იქნებ ბრძოლის მაგალითი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის…

არ ვიცი როდის გამოიტანთ განაჩენს და რამდენად სამართლიანი იქნება – რამდენად ჩამტოვებთ სილის გაწვნისთვის სისხლის სამართალში…

არ ვსაუბრობ სასჯელზე, რადგან იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს…

ჩავთვალოთ, რომ სასამართლომ გამიშვას სახლში, მაგრამ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, შეიძლება მომაბრუნონ გზიდან…

იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, რომ პირბადის გამო შეიძლება დაგაკავონ…

არ დავსვათ კითხვა რატომ. რეჟიმს რაც დასჭირდება, იმას მოიგონებს.

არ უნდა დავკარგოთ რწმენა – რეჟიმი არაერთხელ დაგვაპატიმრებს იმიტომ, რომ შეურაცხყოფილები ვიყოთ.

პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ – ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა.

მგონია, რომ სამშობლოს სიყვარული და ღირსების შეგრძნება ისეთია, თანდაყოლილია. დღეს ღირსება გადის კონსტიტუციის დაცვაზე.

მოგიწოდებთ, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის.

ბრძოლა ბოლომდე! “-განაცხადა მზის ამაღლობელმა.[რადიო თავისუფლება]

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights