პირველმა რესპუბლიკამ 3 წელი გაძლო და ბოლშევიკები ძალადობის 3 წელს ეძახდნენ, რუსული ოკუპაციით და სისხლით მოვიდნენ და ნახევარი მილიონი ქართველი გაწყვიტეს!
91 ში ეროვნულმა მთავრობამ 1 წელი გაძლო და იმ ბოლშევიკების სულიერმა შვილებმა ფაშისტური და არადემოკრატიული უძახეს, შეიარაღებული გადატრიალება მოაწყვეს რუსებთან
ერთად და “არადემოკრატიული” ხელისუფლების მომხრეებს მიტინგებზე ხვრეტდნენ !
ერთად და “არადემოკრატიული” ხელისუფლების მომხრეებს მიტინგებზე ხვრეტდნენ !2003 წელს მშვიდობიანად დავიბრუნეთ ქვეყანა და 9 წელი გავძელით, მაგრამ უკვე ბოლშევიკების სულიერმა და გენეტიკურმა შვილებმა, პუტჩისტების იდეოლოგებმა, ჯერ სისხლიანი და კორუმპირებული ეძახეს, მერე დემოკრატიით ისარგებლეს, რომელსაც იწუნებდნენ და 2012 წელს დემოკრატიული არჩევნებით დათმობილი ქვეყანა ჩაიგდეს ხელში და ისინი ვინც პრორუსული მიტინგების დარბევაზე ხაოდა, ბედნიერია დემოკრატიის მოთხოვნით დარბეულ 30 მიტინგზე!
კორუფციას აღიარებენ და არავის იჭერენ, რუსეთს – ომში მოგებას – გულშემატკივრობენ და ქართველების ჩანაცვლებით ფულს შოულობენ!
სამივეჯერ რუსმა ქნა ეს ქართველის ხელით! ჰოდა ვარდების რევოლუცია – რუსებისგან საქართველოს გამოგლეჯვის ყველაზე წარმატებული მცდელობა იყო 200 წლის მანძილზე!
წმინდა გიორგის სახელით კიდევ გამოვგლიჯავთ ხელიდან რუსეთს ჩვენს ქვეყანას და აწი უკვე სამუდამოდ! დიდებაა თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!
წერს გია ჭანტურია. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.








