დღევანდელ ბრიფინგზე პაპუაშვილმა თქვა, რომ „ონლაინმედიები გვერდს უვლიან კანონს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია“. მისი თქმით „სამართალდამცავლი ორგანოები ამ პროცესებს აკვირდებიან“ და „დანაშულის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება იქნება“.
პაპუაშვილი მტკიცებულებების გარეშე აჟღერებს ბრალდებას, რომ ონლაინმედიებს ფული საქართველოში კრიპტოვალუტით და ჩემოდნებით შემოაქვთ.
„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე არც დღევანდელ ბრიფინგზე ანტიდასავლურ განცხადებებს.
„როცა საუბარია ონლაინ მედიაზე, ეს არის ერთი დიდი აფერა, თითქოს ესენი არიან მედია ორგანიზაციები. სინამდვილეში ესენი არიან ჩვეულებრივი ენჯეოები, რომლებსაც აქვთ ვებგვერდი და ინტენსიურად აქვეყნებენ რაღაცას ვებგვერდზე. თავისი ფილოსოფიით, მოწყობით, სტანდარტით, არიან ვებგვედრიანი ენჯეოები, ვინაიდან არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი მათთვის არ არსებობს. მიკროფონიანი ენჯეოები არიან.
არავითარი სხვაობა არ არის მათ დამოკიდებულებაში, მათ სტანდარტებში. რითი განსხვავებთ „პუბლიკას“ საერთაშორისო გამჭვირვალობისგან? მიკროფონიანი საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც სტატიას დებს თავის ვებგვერდზე, ვიდრე საერთაშორისო გამჭვირვალობა.
გამჭვირვალობის კანონზე უკვე ვიცით, რომ დონორების კარნახით არ დარეგისტრირდნენ, ვინც დარეგისტრირდა, იმათ მერე ფულს არ აძლევენ.
იგონებენ სქემებს, როგორ აუარონ კანონმდებლობას და ამ სქემის ნაწილი არის შეზღუდვების დარღვევა, როცა ფული არადეკლარირებულად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყურადღება არის მისაქცევი ამ ყველაფერზე. ვისი კომპეტენციაც არის, ის აკვირდება ამ პროცესებს. სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ შესაბამისი რეაგირება იქნება. რა რა და არსებულ სამართალდამცავ უწყებებს დღევანდელი შემადგენლობით და ხელმძღვანელობით ერთი პრეტენზია არ ეთქმით იმასთან დაკავშირებით, რომ ერიდებიან ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობის დაყენებას. არავის მიმართ არ ერიდებიან. არის კანონმდებლობა და კეთილი ინებოს ყველამ, ბრიუსელმაც, სტოკჰოლმმაც და პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას და შეეშვან კრიპტოვალუტებით ფულის ტრიალს”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
კრიტიკული ონლაინმედია, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად „ქართული ოცნების“ რეპრესიული კანონმდებლობის სამიზნეა. მედიებს დაფინასების მიღება ეზღუდებათ პირველი რუსული კანონის, FARA-ს და გრანტების კანონის საფუძველზე.
ამის გამო 22 ონლაინმედია გაერთიანდა და დაფინანსების კამპანია დაიწყო, რომლითაც ისინი მოქალაქეებს ფინანსურ დახმარებას სთხოვენ.
რამდენიმე დღის წინ სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტვ „იმედმა“ 23 ნოემბერს ეთერშ გაუშვა დეზინფორმაციული სიუჟეტი, რომლითაც ონლაინმედიები „აგენტებად“ და „ანტიქართულ“ გამოცემებად დაასახელა, რომლებსაც „იატაკქვეშა ქსელი აქვთ“.
„სინათლე მედიამ“, რომელიც ზემოთხსენებული კამპანიის ქვეშ ერთიანდება, „იმედის“ პასუხად განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობა – „სინათლე მედია“ – საზოგადოების მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამო იქცა „ქართული ოცნების” სამიზნედ და სწორედ ამიტომ ცდილობს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი გამოცემების დისკრედიტაციას და იმგვარი გარემოს შექმნას, რომ ჩვენი არსებობა შეუძლებელი გახდეს.
„საზოგადოების მხარდაჭერით, კამპანიის ფარგლებში სამი თვის განმავლობაში 22-მა ონლაინმედიამ უკვე მივიღეთ ჯამში 100 ათას ლარამდე შემოწირულობა. ამ თანხით შევინარჩუნეთ ოფისები და გავწიეთ მასთან დაკავშირებული ხარჯები, გადავიხადეთ ვებგვერდების ფუნქციონირებისთვის საჭირო გადასახადები და ა.შ. სოლიდარობის გამომხატველი ყველა სიტყვა და მოქალაქეების მიერ გაღებული ყოველი ლარი ჩვენთვის ძვირფასი და იმედისმომცემია.
ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო, სადაც რუსული დეზინფორმაციული ნარატივები და ადგილობრივი პროპაგანდისტების მიერ სახელდახელოდ შეთხზული აშკარა ტყუილები ერთმანეთშია გადახლართული, ერთიანი განცხადებით მივმართავთ თვითრეგულირების ორგანოს და მოვითხოვთ სიუჟეტში გაჟღერებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას, ასევე ვითხოვთ პირდაპირ ეთერს, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ამ აბსურდულ ბრალდებებს ვუპასუხოთ.
ჩვენ, თავისუფალი ჟურნალისტები, ვდგავართ ერთად და განვაგრძობთ პროფესიული მოვალეობის პატიოსნად შესრულებას, რათა საზოგადოებას მივცეთ შესაძლებლობა, ისარგებლოს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებით“. – ნათქვამია „სინათლე მედიას“ განცხადებაში.
„სინათლე მედიას“ განცხადება


„როცა საუბარია ონლაინ მედიაზე, ეს არის ერთი დიდი აფერა, თითქოს ესენი არიან მედია ორგანიზაციები. სინამდვილეში ესენი არიან ჩვეულებრივი ენჯეოები, რომლებსაც აქვთ ვებგვერდი და ინტენსიურად აქვეყნებენ რაღაცას ვებგვერდზე. თავისი ფილოსოფიით, მოწყობით, სტანდარტით, არიან 





