დოკუმენტური ფილმი “20 დღე მარიუპოლში“, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი დღეების შესახებ მოგვითხრობს, ოსკარზეა წარდგენილია ნომინაციაში “საუკეთესო დოკუმენტური ფილმი”.
ამავე კატეგორიაში მოხვდნენ ფილმები: “ბობი ვაინი: ხალხის პრეზიდენტი”, “მარადიული მეხსიერება”, “ოთხი ქალიშვილი” და “მოკალი ვეფხვი”.
20 დღე მარიუპოლში” გადაიღო სააგენტო Associated Press-ის ჟურნალისტების გუნდმა, რომელიც შედგებოდა რეჟისორ მსტისლავ ჩერნოვის, ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკას და პროდიუსერ ვასილ სტეპანენკოსგან.
ჯგუფი ქალაქის ალყას 20 დღის განმავლობაში იღებდა და მას შემდეგ დატოვეს იგი, როდესაც რუსული ჯარები ქალაქთან ძალიან ახლოს მივიდნენ და მისი ნაწილი დაიკავეს. ჟურნალისტები შიშობდნენ, რომ კადრებს, აღმოჩენის შემთხვევაში, რუსი სამხედრო მოსამსახურეები გაანადგურებდნენ.
ჩერნოვმა, მალოლეტკამ და სტეპანენკომ უკვე რამდენიმე საერთაშორისო პრემია მიიღეს ნაშრომისთვის. მათ შორის ჟურნალისტური პრემია Press Freedom Awards 2022 და ღონღაძის სახელობის პრემია. ფილმმა მსტისლავ ჩერნოვს მაყურებელთა სიმპათიის პრიზი მოუტანა “სანდენსის” კინოფესტივალზე 2023 წლის იანვარში და ასევე, “პულიცერის” პრემია.
2024 წლის 23 იანვარს “ოსკარის” სხვა ნომინანტებიც გამოაცხადეს.
ყველაზე მეტ 12 ნომინაციაშია წარდგენილი ქრისტოფერ ნოლანის ფილმი „ოპენჰეიმერი”. 10-ში იორგოს ლანტიმოსის ფილმი „უბედური ღარიბები“, 9-ში- მარტინ სკორსეზეს „ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“.
რემიების გადაცემა 10 მარტისთვის ლოს-ანჯელესშია დაგეგმილი.
რადიო თავისუფლება