პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ ისინი უერთდებიან ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციაზე უარის თქმის 1 წლისთავთან დაკავშირებულ აქციას.
მათი განცხადებით, პროტესტმა ქართულ საზოგადოებასა და მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ საქართველო “ვერ იქნება ჩაკეტილი ქვეყანა.”
“ის ხალხი, რომლებიც უკვე 1 წელია ვაპროტესტებთ თვითგამოცხადებული პრემიერი მიერ ევროინტეგრაციაზე უარის თქმას, ვუერთდებით 28 ნოემბრის აქციას და მოვუწოდებთ იმ ხალხს, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგა 1 წლის წინ, სწორედ იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც უნდა იყოთ საზომი საზოგადოების – აუცილებლად გამოდით. უნდა გადავლახოთ ეს შიში და ერთხმად დავანახოთ მსოფლიოს და ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ჩაკეტილი ქვეყანა, ჩვენ ვერ ვიქნებით იზოლირებული ქვეყანა და ქვეყანას ვერ ექნება განათლების სისტემა, მეცნიერება და ხელოვნება, თუ ის იქნება ასეთ იზოლაციაში. გელოდებით ყველას, 28 ნოემერს, ნუ შეუშინდებით არსებულ სიტუაციას“, – აცხადებენ პროფესორ-მასწავლებლები.








