“რეჟიმის ტყვეა ქართული პოლიცია” – ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა.
ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
ნანკა კალატოზიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს, საქართველოში, პოლიციელებს პატივი აყარეს და სურვილი გამოთქვა, რომ პოლიცია იყოს თავისუფალი.
,,რეჟიმის ტყვეა ქართული პოლიცია. ძალიან მინდა ის სლოგანი რომელიც აქვთ და რომლითაც ატყუებენ, რომ “პოლიციელი გმირია”, რეალურად პოლიციელი იყოს გმირი და იყოს სამართალდამცავი. დღეს, საქართველოში, მათ [პოლიციელებს] პატივი აყარეს, საერთოდ ღირსების ცნებაც ალბათ აღარ არსებობს პოლიციაში, ტიტუშკების მომსახურე პერსონალად აქციეს, აქციეს ადამიანებად, რომლებიც პირბადეს ლუქავენ და მე მინდა, რომ პოლიცია იყოს თავისუფალი, რომელსაც გააჩნია ხმა, რომელიც თავად შეწუხდება ასეთი ამორალობით და პირველ რიგში თავად გააპროტესტებს მასზე ასეთ ძალადობას, ამ ხალხის ხელით. ამიტომ თავისუფლება რეჟიმის ტყვე ქართულ პოლიციელებს, ნამდვილ პოლიციელებს,” – თქვა ნანკა კალატოზიშვილმა.







