„აზოველების“ არანაირი გაცვლა არ უნდა მოხდეს, მათი ბედი ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს“

რუსი დეპუტატი ლეონიდ სლუცკი ეხმაურება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აზოვის მცველებს ვიქტორ მედვედჩუკში გაცვლიან. სლუცკი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ:

„აზოველების“ არანაირი გაცვლა არ უნდა მოხდეს, მათი ბედი ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს“, – აღნიშნულია „ტელეგრამში“ სლუცკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსული ჯგუფის წევრმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი „შეისწავლიდა საკითხს“ მარიუპოლის დამცველების ვიქტორ მედვედჩუკში გაცვლის თაობაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share