მაგნიტსკის აქტის შემქმნელი, სერ უილიამ ბროუდერი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და სისასტიკის ახალ დონეზე საუბრობს.
მისი თქმით, ახლა ერთადერთი კითხვაა – თავად მოიფიქრა “ქართულმა ოცნებამ” ქიმიური იარაღის ნივთიერების გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ თავად მოიფიქრეს, თუ რუსმა უფროსებმა დაავალეს.
საქართველოს მთავრობა მომიტინგეების დასაშლელად ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს. ზემოქმედება კვირების განმავლობაში გრძელდება. სისასტიკის ახალი დონე. ერთადერთი კითხვა ის არის, თავად მოიგონეს ეს თუ რუსმა უფროსებმა დაავალეს,” – წერს სერ უილიამ ბროუდერი.
BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.
ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.
BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.








