დღეს ეს დავინახეთ ზუსტად, სახელებით, გვარებით და სახეებით ვიხილეთ, ვინ არიან ისინი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ. მეორე მხრივ, ამან აჩვენა, რომ ეს არის ჰიბრიდული ტაქტიკები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის ეს სიუჟეტი და სიყალბე სწორედ ამას ემსახურება. ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რომლის იარაღად არის გამოყენებული სიუჟეტი, თუმცა დამკვეთები და მათი მიზნები კარგად გამოჩნდა იმ გამოხმაურებებით და ვითარებით, რომელიც ვიხილეთ”-
აცხადებს “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.








