გურიის მოამბე

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორობიდან გათავისუფლებული ნუკრი ქანთარია, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად დანიშნეს

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორობიდან გათავისუფლებული ნუკრი ქანთარია, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად დანიშნეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლებსა და დასის წევრებს, თეატრის დირექტორის პოზიციაზე ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია წარუდგინა.

,,ალექსანდრე ქანთარიას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში, დრამის სარეჟისორო მიმართულებით.

წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, მათ შორის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და თელავის სახელმწიფო თეატრში,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights