გურიის მოამბე

ზელენსკი: უკრაინულმა სამხედროებმა რუსებისგან ქალაქი კუპიანსკი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა სამხედროებმა რუსული შენაერთებისგან ქალაქი კუპიანსკი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს.

ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

აქამდე კრემლი ირწმუნებოდა, რომ რუსულმა ძალებმა აღნიშნული ქალაქი დაიკავეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი აგრძელებს კუპიანსკის „აღების“ მტკიცებას, მაშინ როდესაც უკრაინის სამხედროები რეალურად „ასუფთავებენ“ ქალაქს მტრისგან.

ზელენსკიმ დაამატა, რომ რუსული არმია ნამდვილად ცდილობს წინსვლას და ახორციელებს რამდენიმე შეტევას, მაგრამ წარუმატებლად.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაზე მძიმე ბრძოლები გრძელდება პოკროვსკში და სხვა არაერთ რაიონში, მაგრამ სწორედ კუპიანსკის მახლობლად აქვს უკრაინულ ძალებს შესამჩნევი უპირატესობა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights